Tuesday, June 5, 2012

ეროვნული ბიბლიოთეკა

http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/001131/

http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1--0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-en-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL4.1&d=HASHa7fe7702e7fba7986528ad.5


http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1--0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-en-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL4.1&d=HASHa7fe7702e7fba7986528ad.5

http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1--0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-en-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-10&cl=CL2.24&d=HASH016118a41c6e05c90eecd1cb.3&gt=1

პროექტის მიზანი

ყველასთვის კარგადაა ცნობილი.რომ მშვიდობის ფასი არაფერია თუმცა მის მოსაპოვებლად ბრძოლაა საჭირო.ამიტომაც ომის გარეშე მშვიდობის დამყარება შეუძლებელია.ჩემი  მიზანია განვიხილო ყველა შესაძლო ვარიანტი რაც უკავშირდება ომსა და მშვიდობას, თუ რამდენად კარგი ან ცუდია ერთიც და მეორეც.უკვე ბევრი ვისაუბრე იმის შესახებ,თუ რას წარმოადგეს ომი და მშვიდობა ცალ-ცალკე  და ერთად,თუმცა მაინც ძნელია დანსკვნების გამოტანა რადგან უერთმანერთოდ არ იარსებებდა არცერთი. ასევე მიზანი იყო ის,რომ მოსპობილიყო ის სტერეოტიპი რომ ომი არის  უმოწყალო ხოცვა-ჟლეტვა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი,თუმცა მისი უარყოფითი თვისებები ყველა ომშია ასახული.ასევე 2011 წელს ჩატარებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად ყველა ომს მოსდევს მშვიდობა... მაგრამ ასევე ყოველთვის მეტია დაღუპულთა რიცხვი.

Sunday, June 3, 2012

თავისუფლება და (თუ) მშვიდობა?

დღეს ჩემს მოსწავლეებს ვესაუბრებოდი ადამიანის არჩევნის სიმარტივესა თუ სირთულეზე. კაცმა რომ თქვას, რა არის ჩვენი ცხოვრება? - არჩევნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება. თითქმის მუდმივად. ზოგი რამ ადვილი გადასაწყვეტია, ზოგი კი - ძალიან რთული. ისეთი რაღაცებიც არის, ურთულესს რომ იტყვიან. მკაფიოდ კონტრასტულ ამბებში (სიკეთე - ბოროტება; ზნეობა - უზნეობა; ღირსება - უღირსობა...) წესიერი კაცისთვის არჩევანი ძნელი არ არის. მაგრამ როდესაც სასწორის პინაზე ორი სიკეთე დევს, მაშინ? თუ სხვა ალტერნატივა აღარ ჩანს და ადამიანმა აუცილებლად ერთი სიკეთე უნდა ამჯობინოს მეორეს - რა ხდება ასეთ შემთხვევაში? ეს დიდ პრობლემას ბადებს, რადგან არგუმენტები სასწორის არც ერთ პინას არ აკლია.ეს ყველაფერი ანგელოზებმაც იციან და ეშმაკებმაც. პირველნი ადამიანთა მოყვარულნი არიან და ორ სიკეთეს ერთმანეთს კი არ უპირისპირებენ, არამედ ერთმანეთით აძლიერებენ. მეორენი (ეშმაკები) კაცთა შესაცდენად მათ ფიქრს უძნელესად გადასალახ დილემას სთავაზობენ ხოლმე. ისე, მაინცდამაინც არც ეშმაკების აუცილებლობაა - ზოგჯერ გარემოებები ისე გადაებმება ხოლმე ერთმანეთს, რომ ზემონახსენები დილემა რქიანების გარეშეც წარმოიქმნება.სიტყვებსაც აქვთ თავისი რანგი და სტატუსი. არც ერთი ეშმაკი ისე არ დაეცემა (ეს ბოლო სიტყვა გვარიანად ორაზროვნად გამოიყურება), რომ მაღალი რანგისა და სტატუსის სიტყვა მეორეხარისხოვანს "გაუდილემოს" და ადამიანის დამცინავი ღიმილის ობიექტად იქცეს. სადილემო წყვილად ის აუცილებლად ჩვენთვის ძვირფას ორ ცნებას (ფიქრს, აზრს...) შეგვირჩევს და თავსატეხსაც გაგვიჩენს. მერე იწყება ხოლმე: დავა, კამათი, დისკუსია, დებატი, დაპირისპირება, ჩხუბი, აყალმაყალი, ომი...აღარც კი ღირს გაგრძელება, იმდენად ნაცნობია ეს ყველაფერი ჩვენთვის.რაზე ვლაპარაკობდით მე და ჩემი მოსწავლეები? ბარათაშვილის "ბედი ქართლისა" გავიხსენეთ. ადამიანთა თავისუფლებას ერთი კაცი, ბედის განგებით, კამათელივით ათამაშებსო, - ფიქრობს ერეკლესთან დიალოგით დიდად დაფიქრებული სოლომონ ლიონიძე. რა უნდა დაუპირისპირო სიტყვა "თავისუფლებას" (ყველა ჩვენგანისთვის ესოდენ ძვირფასს), რომ ადამიანებს დილემაზე დაფიქრების სურვილი გაუჩინო? ასეთი სიტყვა, ალბათ, სულ რამდენიმეა და მათ შორის შესაძლოა ყველაზე აქტუალური "მშვიდობა" იყოს. როგორ უხდება ეს ორი სიტყვა (თავისუფლება და მშვიდობა) ერთმანეთს და რა საშინელი რამ არის მათი დაპირისპირება კაცთა ცნობიერებასა თუ ცხოვრებაში! "ახლა კი დროა, სოლომონ, რომა მშვიდობა ნახოს საქართველომა". ამას ბარათაშვილი ათქმევინებს მეფეს, რომელიც მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში თავისუფლებისთვის იბრძოდა ხმლით ხელში. მისი არგუმენტი ასეთია: როდესაც არსებობის შეწყვეტის საშიშროება დგება, მაშინ მშვიდობის მნიშვნელობა აჭარბებს თავისუფლებისას. სოლომონის აზრით კი, ასეთი დრო არასდროს დგება - თავისუფლება ყოველთვის ყველაფერზე მაღლა დგას და მშვიდობაც მხოლოდ ღირსეული შეიძლება არსებობდეს - უღირსებო მშვიდობა მხოლოდ მონათა ოცნებაა.ადვილად არავის ეფიქრება და მით უფრო ძნელი შესასრულებელია რუსთველური აზრი: "სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!" ეშმაკის დილემა ასე ადვილად გადასაწყვეტი არ არის - არჩევნის თავისუფლება აქ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადის ყოველთვის. ამ დროს გაგახსენდება კაცს ეგზისტენციალისტების ცნობილი ფრაზაც: "ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებით". ეს იმიტომ, რომ თავისუფალ არჩევანს ყოველთვის თან ახლავს პერსონალური პასუხისმგებლობა - შენ გააკეთე არჩევანი? - მაშინ ვერავის ამოეფარები!კიდევ ერთ კლასიკურ ტექსტში ვხვდებით ხსენებული ორი სიტყვის დაპირისპირებას. ჩემმა მოსწავლეებმა მაშინვე გაიხსენეს - "მგზავრის წერილებში" არა, ბატონო გია?! დიახ, სწორედ ამ მოთხრობაში. მოხევე თავისუფლებაზე ლაპარაკობს და ამიტომაც "ძველი დრო" ესალბუნება. ილია "მიზნიანად" ეკითხება: ეგ ჰო, კარგია, მაგრამ ახლა რომ მშვიდობა გაქვთო?! ყველა წიგნიერმა ქართველმა იცის რასაც ნიშნავს ილიას მოხევესთვის "ცარიელი მშვიდობა" - რად უნდა კაცს მშვიდობა, თუ მისი ღირსება შეურაცხყოფილია?ეს დილემა მხოლოდ ლიტერატურის ისტორიის კუთვნილება არ არის და ადამიანთათვის ყოველთვის აქტუალურია - გუშინაც, დღესაც და ხვალაც. როგორც ერთი ადამიანის, ისე მთელი ერის (ზოგჯერ კი - კაცობრიობის) წინაშე ერთ მშვენიერ (ან - ნაკლებად მშვენიერ) დღეს დგება კითხვა: რა მირჩევნია მთავარ ბაზრობაზე - მშვიდობა გადავიხადო თავისუფლებისთვის თუ თავისუფლება - მშვიდობისთვის? ვერავინ იტყვის, რომ თუნდაც დღეს ასეთი კითხვა არ დგას ქართველი საზოგადოების წინაშე. ჩემმა მოსწავლეებმა კარგად იციან, რომ მშვიდობა და თავისუფლება გაცილებით ხშირად არიან ძმები, ვიდრე მტრები, მაგრამ მათ ისიც დანამდვილებით მითხრეს, რომ თუ არჩევანია, უყოყმანოდ ირჩევენ თავისუფლებას. ისინი არ გადაიხდიან თავისუფლებას მშვიდობისთვის - ასეთი "კომერცია" მათთვის მიუღებელია.იცით, რატომ ვსწავლობთ ლიტერატურას? - იმისთვისაც, რომ ასეთ დასკვნებამდე მივიდეთ.

გამოყენებული ლიტერატურა

http://tbiliso.ge/index.php?/topic/8813-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90/page__st__20
ucnauri.com
google.com
wikipedia.org

ყველა მშვიდობა კარგია?

როგორია მშვიდობის დეფინიცია?
ნიშნავს თუ არა იგი ომის არ არსებობას? კაცის კვლის არარსებობას?
თუ არ არსებობს ომის ინტერესი, გულისხმობს თუ არა ეს მშვიდობის მდგომარეობას?

საერთოდაც, საჭიროა თუ არა მშვიდობა?
მოდით დავფიქრდეთ, რა უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს მშვიდობას:
მაგალითად, მშვიდობა ადამიანს უკრგავს ტრაგედიის აღქმის უნარს;
მშვიდობის დროს ადვილად 'მოსაპოვებელი' ხდება რაღაც-რაღაცები;
მშვიდობის დროს იშვიათად ხდება რთული გადაწყვეტილების მიღება;
იქნებ ომის საფუძველიც მშვიდობაა? მშვიდობის დროს, მყუდრო გარემოში მოკალათებული 'ისინი' გეგმავენ რაღაცებს და ამას მოსდევს ომი. არა?

როდის არის ან ყოფილა მშვიდობა?
ავიღოთ კონკრეტული მაგალითი: არის დღეს საქართველოში მშვიდობა?

მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით მრავალი თეორია არსებობს.
წმინდა ფილოსოფიური თვალაზრისით, ადამიანები საბოლოო ჯამში იმდენად დეგრადირებულნი გახდებიან, რომ აღარაფრის თავი აღარ ექნებათ.
ეს გულისხმობს ე.წ. რეფლექსების მოსუსტებას - ომის წარმართვის უუნარობას და მშვიდობის შანსს.

პოლიტიკური თვალსაზრისით საერთაშორისო ურთერთობებში არსებობს "დემოკრატიული მშვიდობის" თეორია,
რაც გვეუბნება, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები ერთმანეთში არ ომობენ.
როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალური და განხორციელებადია ეს თეორიები?
რას მოუტანს მსოფლიოს საყოველთაო მშვიდობა?
არის ასეთი ფართოდ დამკვდრებული ფრაზები მშვიდობასთან დაკავშირებით:
"თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის"
"მშვიდობა - ორ ომს შორის შესვენება"

მშვიდობა

მშვიდობის კონცეფციას გააჩნია მნიშვნელოვანი კულტუროლოგიური განზომილებები. ტრადიციულად აღმოსავლურ კულტურებში მშვიდობას უფრო მეტი საერთო აქვს შინაგან მდგომარეობასთან (მშვიდობა ჩვენს გონებასა და გულში), მაშინ როდესაც დასავლეთ სამყაროში მშვიდობა გაგებულია როგორც ადამიანის გარეთ არსებული მდგომარეობა (ომების ან ძალადობის არარსებობა). მაგალითად, ინდოეთში სიტყვა მშვიდობა არის „შანტი” და გულისხმობს გონების სრულყოფილ წესრიგს ან გონების მშვიდობას. განდიმ თავის ფილოსოფია და სტრატეგია დაამყარა ე.წ. „ახიმსას“ კონცეფციაზე, რაც ნიშნავს ზოგადად ყოველგვარი საზიანოსაგან თავის შეკვებას. მან თქვა: „ახიმსა სიტყვა-სიტყვით ნიშნავს არა-ძალადობას. მაგრამ ჩემთვის მას აქვს უფრო მაღალი, უსასრულოდ მაღალი მნიშვნელობა. ის ნიშნავს, რომ შენ არ შეგიძლია აწყენინო ვინმეს, შენ არ შეგიძლია ბოროტი აზრების თავში გავლება, თუნდაც მათ მიმართ, ვისაც მტრებად მიიჩნევ. ვინც ამ დოქტრინას ასრულებს მისთვის მტრები არ არსებობს.” მაიას ტრადიციის მიხედვით მშვიდობა დაკავშირებულია სიმდიდრის ცნებასთან; ის დაკავშირებულია ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებს შორის სრულყოფილი ბალანსის იდესათან. არსებობს მშვიდობის მრავალი განმარტება. ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ძლიერი გავლენა მოახდინა, არის მსოფლიოში აღიარებული ნორვეგიელი მეცნიერის და ამ სფეროს მკვლევარის ჯონ გალტუნგის მიერ შემოთავაზებული მშვიდობის პოზიტიური და ნეგატიური გაყოფა. ნეგატიური მშვიდობა ნიშნავს ომის, კონფლიქტის არარსებობას სახელმწიფოებს შორის ან ერთი სახელმწიფოს ფარგლებში, მაგალითად, როგორიცაა ბალკანეთის ომი. მეორეს მხრივ პოზიტიური მშვიდობა ნიშნავს ომის ან კონფლიქტის არარსებობას, რომელიც ერწყმის თანასწორობას, სამართლიანობას, და განვითარებას. ჩვენ შეგვიძლია შევაჯამოთ ეს 2 ცნება შემდეგნაიარად: ომის არარსებობა = უარყოფითი მშვიდობა ომის არარსებობა + სოციალური სამართლიანობა და განვითარება = პოზიტიური მშვიდობა. ამგვარად, სოციალური სამართლიანობის მაღალი დონე და ძალადობის მინიმალური დონე ახასიათებს პოზიტიურ მშვიდობას. მაშინ როდესაც ზოგიერთი ფიქრობს, რომ ომის დასრულების შემდეგ ყველა პრობლემა გადაჭრილია, რეალურად სამუშაოს დიდი ნაწილი კვლავ შესარულებელი რჩება, კერძოდ, ქვეყნის აშენება და სტრუქტურების განვითარება, რომელიც მიგვიყვანს უფრო მეტ სოციალურ სამართლიანობამდე და განვითარებამდე ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანის საკეთილდღეოდ. ამდენად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობა არ არის მხოლოდ განიარაღების საკითხი, არამედ ასევე დაკავშირებულია ხალხის ცხოვრებასთან.

ომი

ომი — სახელმწიფოებს შორის არსებული კონფრონტაციის გადაწყვეტა სამხედრო ძალადობის გზით. ომის წარმოებაში უმთავრეს როლს ასრულებენ სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები და გასამხედროებული ფორმირებები, რომლის პარალელურად მეომარი მხარეები აწარმოებენ დიპლომატიურ, იდეოლოგიურ და ეკონომიკურ ბრძოლებს დაპირისპირებულ მხარეებთან. ომის წამოწყების მიზეზი შეიძლება გახდეს გადაუჭრელი საკითხები ეკონომიკურ, იდეოლოგიურ, ტერიტორიულ, რელიგიურ და სხვა სფეროებში. ომი – ეს არის პოლიტიკის გაგრძელება. თავისი მასშტაბებით ომი შეიძლება იყოს ლოკალური, რეგიონული, მსოფლიო. საერთაშორისო კანონების მიხედვით ომის წამოწყება გამოუცხადებლად, ითვლება დანაშაულად. შეიარაღებული კონფლიქტისგან განსხვავებით, ომის მასშტაბები გაცილებით დიდია, როგორც გეოგრაფიული თვალსაზრისით, ასევე მისი ხანგრძლივობიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში არ არსებობს ზუსტი კლასიფიკაცია იმისა, თუ რით განსხვავდება ომი შეიარაღებული კონფლიქტისაგან. ომი შეიძლება იყოს ხანმოკლე (რამდენიმე დღიანი) და ხანგრძლივი (რამდენიმე ათეულ წლამდე).

ჩვენთვის ომი და მშვიდობა სიცოცხლის ანუ ცხოვრების მთავარი ინდიკატორია. მოდით სანამ ომზე ვისაუბრებთ რამდენიმე სიტყვა მშვიდობაზეც ვთქვათ. მშვიდობა ეს ხომ თვით ჰარმონიაა და მისი ფასი მემგონი ქართველბზე მეტად არავინ არ იცის. პირადად მე 2 საშინელ ომს მოვესწარი სულ რაგაც ჩემი 20 წლის ცხოვრებაში, მართალია ერთის არსებობა არც ვიცოდი და სრულიადაც არ მაგღელვებდა, მაგრამ მისი შედეგები მე და ჩემ თანატოლებს კარგად გვახსოვს. რაც მეტი დრო გადის მეტ გამოცდილებას ვიღებთ და იმასაც დღითიდღე ვაცნობიერებთ თუ რა მნიშვნელოვანია მშვიდობა, მაგრამ რაში გვჭირდება ომი?

ბევრს სიტყვა ომი ნეგატიურ ემოციებსა და მოგონებებს აღუძრავს, ზოგისთვის კი ის მიღებული და კარგად გათვითცნობიერებული მოვლენა. ომი არ არის მარტო ადამიანებს შორის დაპირისპირება, ის ყველგანაა, თუნდაც თქვენი ორგანიზმი ავიღოთ, იმუნური სისტემა მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში განუწყვეტლივ ბრძოლაშია.
კი ხანდახან ის მარცხდება მაგრამ ის ამ მარცხით სწავლობს ახალ გზებს ეძებს ადაპტაციის ვარიანტებს. გამოვიდეთ ორგანიზმიდან, გადავინაცვლოთ გარეგან სამყაროში. ბუნება ეს ხომ ბრძოლის ველია სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, ჩვენც როგორ ძალიან გვიყვარს ამ ბრძოლის ველის ყურება, როგორ გვაოცებს და გვაინტრიგებს, მეც და ალბათ ბევრსაც სიამოვნებს და უყვარს ტელევიზორთან შემეცნებითი გადაცემების ყურება ცხოველთა სამყაროზე, მაგრამ როგორ არ გვიყვარს იმის ყურება თუ როგორ ვებრძვით ადამიანები ერთმანეთს. ეს რათქმაუდნა გამართლებულია იმით რომ ჩვენ 1 სახეობას მივეკუვნებით და ერთმანეთის მიმართ გაგვაჩნია თანაგრძნობა, უამისოთ ხომ ვერცერთი ცოცხალი არსება ვერ შეინარჩუნებდა თავისივე მსგავსის პოპულაციას. ევოლუცია მოითხოვს მსხვერპლს. თუ არ იქნება ბრძოლა საკვებისთვის არ იქნება არსებობის ახალ ეტაპზე გადასვლა ანუ შეგუება იმ გარემოს მიმართ სადაც კინკრეტული ცოცხალი ელემენტები არსებოენ. ძლიერი ჭამს სუსტს და ამ ცხოვრების პირამიდის მწვერვალზე ჩვენ ვდგავართ.

ადამიანის ფსიქოლიგიის ჩამოყალიბებასთან ერთად გაჩნდა ახალი სამყარო, თავისი ომებით რომელიც ადამიანის თავში მოთავსდა. ეს ახალი თაობის დაპირისპირებაა რომელიც უძლიერესია და ამ ომებში ჩვენი გამარჯვება პრაქტიკულად შეუძლებელია, ერთი სიტყვით ძნელი მისაღწევი. ეს შეიძლება იყოს რელიგიური მოტივები ანუ ბრძოლა ეშმაკთან, ან ბრძოლა ემოციებთან ( ძირითად შიშთან ) და საკუთარ თავთანაც კი. ამას მივყავართ სტრესამდე, უიმედობამდე, ცხოვრების ხალისის დაკარგვამდე და ზოგჯერ ფატალურ დასასრულამდეც.
 ადამიანის ფსიქოლოგიურ განივთარებას მოყვა საკუთარი წრის, ადგილის და საკუთრების დამკვიდრება სამყაროს გარკვეულ მონაკვეთში, რამაც მიგვიყვანა ადამიანთა ჯგუფებს შორის უთანხმოებამდე, ორი ან რამდენიმე განსხვავებული მუხტი მატულობს, ის ვერსად ვერ მიდის გარდა ერთი მიმართულებისა. განსხვავებით ყველა ჩამოთვლილ ცხოვრებისეულ ომებს შორის ყველაზე ჩახლართული და უაზრო ომი გახლავთ ადამიანურ მოდგმათა შორისი დაპირისპირება, რადგან იგი მოიცავს ყველას და ყველაფერს, მას არ აქვს საზღვრები და აკრძალვა, იგი მოიცავს წარმოუდგენელ მასშტაბებს. “ტოტალური ბრძოლა წესების გარეშე” რომელშიც გამარჯვებულიც და დამარცხებულიც ადამიანია. რომელი ერთი კატაკლიზმი ან უბედურება რომელიც თავს დახვევია ადამიანებს ყოფილა ომზე დამანგრეველი? რომელ მოველნას წაუყვანია ამ ქვეყნიდან 4 წელიწადში 50 მილიონზე მეტი სული, რომ აღარაფერი ვთქვა გარემოზე რომელსაც ჩვენ ზიანი მივაყენეთ..

,,არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა“

დღეს ქართველი ხალხი მოკლებულია შესაძლებლობას პირდაპირ დაელაპარაკოს აფხაზ ხალხს და პირიქით.

მრავალი წელია, გარკვეულ ძალებს ქართული საზოგადოება შეგნებულად ჰყავთ შეცდომაში შეყვანილი და მიზანმიმართულად არიდებენ თავს პირდაპირ დიალოგს. ხელოვნურადაა ჩაშლილი მოლაპარაკებების პროცესი. ხალხს კი უნერგავენ აზრს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა კი ომია. და ეს მაშინ, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები პრაქტიკულად არც დაწყებულა.

სამწუხაროდ, პოლიტიკოსები მათთვის მინდობილ საქმეს ცუდად ან საერთოდ ვერ აკეთებენ. სწორედ მათი ცუდი მუშაობის შედეგია სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა და საზოგადოება, ისევე როგორც წლების წინ, ამ შეცდომებზე საკუთარი სიცოცხლის და სისხლის ფასად აგებს პასუხს. ბუნებრივია, იბადება კითხვა: რატომ უნდა გახდეს ჩვენი ხალხი პოლიტიკოსთა პოლიტიკური, ხშირად ბინძური თამაშების მსხვერპლი?

ქართველი და აფხაზი ხალხების დაკვეთა არის მხოლოდ მშვიდობა და დიალოგი. რატომ არ შეუძლიათ ეს გაითავისონ იმ ძალებმა, ვინც საკუთარ თავს მათი ნების გამომხატველად მიიჩნევს?

პოლიტიკოსებმა, არიან რა ვალდებულნი ხალხის დაკვეთა შეასრულონ, უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა ხალხს შესთავაზონ გამოსავალი, გამოსავალი, რომელიც ჩიხიდან გამოგვიყვანს ყველას და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას ახალ ფაზაში გადაიყვანს.

დღეს ჩვენ გაცილებით მეტი ვიცით, რა ხდება შორეულ ქვეყნებსა და კონტინენტებზე, ვიდრე ერთმანეთის შესახებ. უკვე წლებია, მიმდინარეობს საინფორმაციო ომი ქართველი და აფხაზი ხალხების წინააღმდეგ. მოსახლეობას მაქსიმალურად გაფილტრული ინფორმაცია მიეწოდება, უმეტეს შემთხვევაში კი მხოლოდ დეზინფორმაცია. ყოველდღიურად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადის დაუსრულებელი ტყუილების ციკლი, ხდება მტრის ხატის შექმნა და ამას დასასრული არ უჩანს. ხალხი კი, რომელსაც არ გააჩნია ინფორმაციის ალტერნატიული წყარო, სამწუხაროდ, იჯერებს ამ ინფორმაციას. მხოლოდ ერთეულებმა იციან, რომ ტელეეკრანიდან ნანახი ფაქტების და მოვლენების უმრავლესობა ან საერთოდ მოგონილია, ან მასში მხოლოდ ნაწილია სიმართლის. მოსახლეობა სასურველია დაფიქრდეს, სანამ კონფლიქტურ ზონაზე მოსმენილ ინფორმაციას დაიჯერებს.

დროა, შეწყდეს ურთიერთბრალდებებზე აწყობილი პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება განსაკუთრებით არჩევნების წინ პიარისთვის მიმართავს. დროა, შეწყდეს კონფრონტაცია, რის შედეგადაც, როგორც ყოველთვის, სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებები ირღვევა.

ჩვენ მოვუწოდებს ყველას, გამოვიჩინოთ ურთიერთპატივისცემა და ყურადღება ერთმანეთის მიმართ. კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქართველებსა და აფხაზებს აქვთ უფლება, განვითარდნენ და იცხოვრონ მშვიდობიანად.

საკითხავია, რამდენად იჩენს ქართული საზოგადოება საკმარის ყურადღებას და პატივისცემას აფხაზი ერის მიმართ? ვართ თუ არა ჩვვენ გულწრფელნი, როდესაც ვამბობთ, ვიცხოვროთ აფხაზებთან ერთად, როცა ელემენტარულ ურთიერთგაგებაზე წასვლა გვიჭირს. თუ ჩვენთვის აფხაზი ჩრდილოეთიდან მოსული სტუმარია, რომელიც ,,ჩვენს წმინდა მიწაზე ცხოვრობს და მადლობელნი უნდა იყვნენ, რომ საერთოდ ცოცხლები არიან და ჩვენს ჰაერს სუნთქავენ“. და რომ აფხაზურ ენაზე ბიბლიის თარგმნა ბევრისთვის თურმე დაუშვებელია. იქნებ როგორმე გავარკვიოთ ვინ გადაწვა სოხუმში აფხაზეთის სახელმწიფო არქივი და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი? ვაღიაროთ, რა გავაკეთეთ აფხაზური ენის, აფხაზური კულტურის გადასარჩენად. რამდენი ლარი დავხარჯეთ ამისთვის? რა გავაკეთეთ კონფლიქტის მოსაგვარებლად? რაზე მეტყველებს ის, რომ თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის ბიუჯეტი მილიარდ ოთხას ოთხმოცდათოთხმეტი მილიონია, კონფლიქტების მოგვარების დარგში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კი 610 ათასი ლარი? რას ვაკეთებთ, რომ აფხაზეთი იყოს აფხაზური და აფხაზური ენა განვითარდეს?

იქნებ, ღირს, დავფიქრდეთ, რატომ არიან აფხაზები მზად რუსეთს სთხოვონ დახმარება, იმ რუსეთს, რომელსაც არაერთხელ სასტიკად ეომა მეცხრამეტე საუკუნეში და რომელმაც აფხაზების დიდი ნაწილი გადაასახლა, ნაწილი კი საერთოდ გაანადგურა. დღეს რუსების მხრიდან აფხაზების გენოციდზე არავინ საუბრობს. რატომ? ჩვენ დღეს აფხაზებს არ ვუტოვებთ სხვა გზას, გარდა რუსეთის. მუჰაჯირების შთამომავლები კვლავ დევნილობაში იმყოფებიან. ახსოვს ისინი ვინმეს ქართულ საზოგადოებაში? უნდათ მათი პრობლემები გაიგონ და თუნდაც საუბარი დავიწყოთ მათ დაბრუნებაზე? ვართ მზად ამისათვის? ვართ მზად თუნდაც ქართველი დევნილების დაბრუნებისთვის? გვინდა ეს ნამდვილად, თუ ესეც მხოლოდ პოლიტიკური თამაშების და პიარის კომპონენტებია, რომელიც მაშინ წამოიწევს წინ, როცა სადღაც ვიღაცას დასჭირდება?

ვეკითხებით, რომელიმე დედას უნდა თუ არ უნდა კვლავ ძმათამკვლელ ომში გაგზავნოს შვილი? ომში, რომელსაც არ ეყოლება გამარჯვებული, და დამარცხებულნი ვიქნებით ყველა. ომი, რომელიც აფხაზებისთვის იქნება საბოლოო განადგურების ტოლფასი, ქართული სახელმწიფოსთვის კი საბოლოო კრახი. ვიცით თუ არა, რომ ომში აფხაზების დაახლოებით 5 პროცენტი დაიღუპა? და თუ იგივე კიდევ განმეორდა, ომში გაიმარჯვებს მხოლოდ სხვა, ვინც მოვა და დასახლდება აფხაზების და ქართველთა ნასახლარებზე.

და ომისკენ მოუწოდებს ის, ვინც არ იცის, რაა ომი და ვერ გეტყვიან, თუ ვის უნდა ვეომოთ და რატომ. რატომ უნდა დავუჯეროთ და ავყვეთ პროვოკაციაზე სხვა ძალას, რომელიც ქართველებსაც და აფხაზებსაც ადრეც გვამარაგებდა იარაღით, რათა ჩვენ ერთმანეთი დაგვეხოცა. და სხვები ახლაც კარგად გვამარაგებენ იარაღით დღესაც. მთავარია, ჩვენ ერთმანეთი დავხოცოთ.

ჩვენ შეგვაჩვიეს ტელეეკრანებიდან სიცრუის მოსმენას ერთმანეთის შესახებ, ჩვენ შეგვაჩვიეს, რომ უნდა ვცხოვრობდეთ მუდმივი დაძაბულობის, შიშის და ტერორის ქვეშ. ჩვენ შეგვაჩვიეს ტერორისტულ აქტებს და დადგმულ სპექტაკლებს კონფლიქტის ზონაში. ჩვენ შეგვაჩვიეს მდგომარეობას, რომელიც არც ომია და არც მშვიდობა.

და საერთოდ რას ნიშნავს, კარგად გაპიარებული ლოზუნგი, „დავიბრუნებთ აფხაზეთს“? დავიბრუნებთ აფხაზეთის მიწას, თუ აფხაზ ხალხს, მათთან ურთიერთობებს? და ღირს თუ არა საერთოდ სისხლისა და სიკვდილის ქვეყანაში დაბრუნება? რა უნდა ქართულ საზოგადოებას? რევანში თუ ნორმალური ურთიერთობა აფხაზ ხალხთან?

და დროა კიდევ ერთხელ დავუსვათ ჩვენ საკუთარ თავს კითხვა, რა გვინდა ჩვენ აფხაზეთში, ომი თუ მშვიდობა? თუ ომი - გასაგებია, ვინ ვიქნებით ომის შემდეგ. და თუ მშვიდობა, მაშინ იქნებ გვეფიქრა ერთმანეთზე, გვეფიქრა მომავალზე.

,,არ არსებობს გზა მშვიდობისკენ. მშვიდობა თვითონაა გზა“.

ხომ არ აჯობებდა, ერთმანეთისთვის მართლა მოგვებოდიშებინა და მიგვეტევებინა წარსული შეცოდებანი და შეცდომები? ხომ არ სჯობს, ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთის ტკივილებს, გავუგოთ ერთმანეთს და ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ჩვენ, ქართველები არ დავუშვებთ ომს აფხაზებთან. ასევე, ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ვიტყვით, რომ როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს არასდროს მოვთხოვთ ჩვენს ხელისუფლებას გამოიყენოს სამხედრო ძალა, რათა ჩვენ დაგვაბრუნონ აფხაზეთში.

ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს დამარცხება, ღალატი და ჩვენ თუ გვინდა სიკეთე აფხაზი ხალხისთვის, არასდროს ვუსურვებთ მათ მარცხს. ჩვენ ქართველი და აფხაზი ერი აუცილებლად გავიმარჯვებთ და რომელიმე ჩვენთაგანის გამარჯვება არავითარ შემთხვევაში არ უნდა ნიშნავდეს რომელიმე ჩვენთაგანის დამარცხებას.

რატომაა ასე ძნელი ორი ხალხის დაახლოება და საერთო ინტერესების, საერთო გზების გამონახვა?

ომი ჯერ გონებაში და ცნობიერებაში იწყება და მერე რეალურად. წლების წინ ჩვენს შორის დაწყებული ომი, სამწუხაროდ, გრძელდება დღესაც. ომი ოდესმე უნდა დამთავრდეს და ეს თავდაპირველად უნდა დამთავრდეს ჩვენს ცნობიერებაში. ომი უკვე დამარცხებაა.

ჩვენ ვიცით მშვიდობის ფასი და ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობას. ჩვენთვის მიუღებელია ომი, მოწოდება ომისკენ, ომის პროპაგანდა, იარაღის ჟღარუნი და სამხედრო რიტორიკა, რადგან ეს ომი შეიძლება მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდეს სამართლიანი და კეთილშობილური.

ქართველი და აფხაზი ხალხის შეკვეთა მხოლოდ მშვიდობა და დიალოგია.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პოლიტიკოსებს, სამხედროებს, მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, ეკლესიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ ყველა რესურსი საომარი მოქმედებების, გამალებული მილიტარიზმის და ომის პროპაგანდის შესაჩერებლად.

ქართველებს და აფხაზებს სხვაგან წასასვლელი მაინც არსად აქვთ. ჩვენი შვილები ასი წლის მერეც იცხოვრებენ აქ და შეინარჩუნებენ ენას, კულტურას, ღირსებას და ისტორიულ მეხსიერებას.

ჩვენს ხალხებს აქვთ მომავალი!

Thursday, April 5, 2012

ომი და მშვიდობა

ომი და მშვიდობა ორ მდინარეს ჰგავს, რომელთაგანაც ერთ-ერთი კამკამა მიედინება, ხოლო მეორე ამღვრეული და აზვირთებული.
ისტორიის ფურცლებს თუ გადავხედავთ კიდევ ერთხელ დავინახავთ,თუ რამდენმა ომმა ჩაიარა, რამდენი სისხლი დაიღვარა, რამდენი დაღუპული შვილი დაიტირა დედამ, რამდენი დაღუპული მშობელი დაიტირა შვილმა,  მაგრამ ეს ადამიანის თვისებაა. ვერასოდეს კმაყოფილდება იმით, რაც გააჩნია.
   უპირველეს ყოვლისა ისტორიაზე დაყრდნობით,შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ უამრავი ფაქტი.ჩვენ კარგად ვიცით ,თუ რა მძიმე შედეგები მოაქვს ომს.კაცობრიობამ დროის მოკლე პერიოდში გადაიტანა 2 მსოფლიო ომი,რომელმაც მოიტანა უდიდესი ნგრევა და მსხვერპლი,პირველი და მეორე მსოფლიო ომიების შედეგად მსოფლიო ჰეგემონის როლი დაიკავეს ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა.თუმცა ამავდროულად ჩვენი ქვეყნის,საქარართველოს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ,რომ არა ის ბრძოლები რომელებმაც მოგვიტანა  დამოუკიდებლობა, დავით აღმაშენებლისა და თამარის პერიოდში უზარმაზარი ტერიტორიები,როდესაც საქარტველო გადაჭიმული იყო ნოკოფსიიდან დარუბანდამდე, ახლა საკუთარი წინაპრებით ვერ ვიამაყებდიტთ. მართალია ამასაც უდიდესი ზარალი მოჰყვა მაგრამ სხვანაირად არ შეიძლებოდა. რა არის ომი? რატომ მოაქვს ამდენი უბედურება? ან რატომ აქვს ასეთი დიდი მნიშველობა მშვიდობას? ამ კითხვაზე  ყველას ერთი პასუხი აქვს, რომ მშვიდობა აუცილებელია ქვეყნისათვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური მდგომარეობა და ხალხს  არ ჰქონდეს გარეთ გამოსვლის შიში.საშინელებაა როდესაც მომსწრე ხდები, თუ როგორ ჩაგესმის ყურში ტყვიების ზუზუნის ხმა, როცა ხედავ , თუ როგორაა ხალხი დაპანიკებული და იომედგაცრუებული იმიტომ,რომ საკუთარმა ვეყანამ ვერ შეძლო მისი დაცვა,,,ომის დაწყების არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთჳ მიზეზი.ამაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა თქვა,რომ 1ლი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი ყველაფერი იყო და არა მხოლოდ 1 რამ . საბაბად კი შეიძლება ჩაითვალოს აფრიკაში კოლონიებისკენ სწრაფვა. ამ დროს ასევე მთავარ როლს ასრულებს ფსიქოლოგიური მომენტიც. მე არაერთი წიგნი მაქვს ომის თაობაზე წაკითხული ,დამინახავს და განმიცდია იგივე, რაც ლირიკული გმირის სულიერებაში მომხდარა. ამ ყველაფერმა შეიძლება უდიდესი და საბედისწერო დაღი დაასვას შენს ცხოვრებას. ომი წარუშლელ ნაკვალევს ტოვებს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში და როგორც ოთარ ჭილაძემ თქვა  თავის პოემაში ”ცირკი”   -  ”რაც უნდა ძველი იყოს იარა, არ მოშუშდება მაინც მთლიანად”....
    საინტერესოა ერთხელ თუ მაინც უფიქრია ადამიანს  რა იქნებოდა მშვიდობის გარეშე  ყველაფერი?.თავისთავად პასუხიც მარტივია. -საშინელება.  თუმცა სათქმელად უფრო ადვილია ,ვიდრე გამოსაცდელად.    





აცობრიობის ისტორია სავსეა სისხლიანი ბრძოლებითა და ბატალიებით. დრონი იცვლებიან,მაგრამ ადამიანები ერთმანეთის სიძულვილის გრძნობას მაინც არ კარგავენ და ბრძოლის ველს სისხლით რწყავენ. ალბათ დედამიწის სიღრმეში სადღაც სისხლიანი მდინარეები მიედინება, რომელიც სავსეა სხვადასხვა ეპოქის და ეროვნების ადამიანთა სისხლით.

ყველა ეპოქას თავისი კანონები და სტერეოტიპები ჰქონდა, მაგრამ ომის მიზანი არასდროს იცვლება-ომი დაპყრობისა და თავდაცვისათვის…

პომპეუსი და მაკედონელი დავიწყებას ეძლეოდა, მაგრამ მათ ადგილას ახალი დამპყრობლები და ომს მოწყურებული ადამიანები ჩნდებოდა; მშვილდ-ისარს ხმალი ცვლის,ხმალს მუშკეტი, მუშკეტს კი უკვე შედარებით თანამედროვე იარაღები და ყველა ამ იარაღთა მისია ერთია რომ ის მიწისქვეშა მდინარეები უფრო და უფრო აადიდოს…

ომები და ეს ქარტეხილები მუდამ იქნება, ხოლო ადამიანი როცა მიხვდება რომ სრული ბედნიერებისათვის ურთიერთჰარმონიაა საჭირო აი მაშინ იქნებ შეიცვალოს რაიმე….