Sunday, June 3, 2012

ყველა მშვიდობა კარგია?

როგორია მშვიდობის დეფინიცია?
ნიშნავს თუ არა იგი ომის არ არსებობას? კაცის კვლის არარსებობას?
თუ არ არსებობს ომის ინტერესი, გულისხმობს თუ არა ეს მშვიდობის მდგომარეობას?

საერთოდაც, საჭიროა თუ არა მშვიდობა?
მოდით დავფიქრდეთ, რა უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს მშვიდობას:
მაგალითად, მშვიდობა ადამიანს უკრგავს ტრაგედიის აღქმის უნარს;
მშვიდობის დროს ადვილად 'მოსაპოვებელი' ხდება რაღაც-რაღაცები;
მშვიდობის დროს იშვიათად ხდება რთული გადაწყვეტილების მიღება;
იქნებ ომის საფუძველიც მშვიდობაა? მშვიდობის დროს, მყუდრო გარემოში მოკალათებული 'ისინი' გეგმავენ რაღაცებს და ამას მოსდევს ომი. არა?

როდის არის ან ყოფილა მშვიდობა?
ავიღოთ კონკრეტული მაგალითი: არის დღეს საქართველოში მშვიდობა?

მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით მრავალი თეორია არსებობს.
წმინდა ფილოსოფიური თვალაზრისით, ადამიანები საბოლოო ჯამში იმდენად დეგრადირებულნი გახდებიან, რომ აღარაფრის თავი აღარ ექნებათ.
ეს გულისხმობს ე.წ. რეფლექსების მოსუსტებას - ომის წარმართვის უუნარობას და მშვიდობის შანსს.

პოლიტიკური თვალსაზრისით საერთაშორისო ურთერთობებში არსებობს "დემოკრატიული მშვიდობის" თეორია,
რაც გვეუბნება, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები ერთმანეთში არ ომობენ.
როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალური და განხორციელებადია ეს თეორიები?
რას მოუტანს მსოფლიოს საყოველთაო მშვიდობა?
არის ასეთი ფართოდ დამკვდრებული ფრაზები მშვიდობასთან დაკავშირებით:
"თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის"
"მშვიდობა - ორ ომს შორის შესვენება"

No comments:

Post a Comment