Sunday, June 3, 2012

ომი

ომი — სახელმწიფოებს შორის არსებული კონფრონტაციის გადაწყვეტა სამხედრო ძალადობის გზით. ომის წარმოებაში უმთავრეს როლს ასრულებენ სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები და გასამხედროებული ფორმირებები, რომლის პარალელურად მეომარი მხარეები აწარმოებენ დიპლომატიურ, იდეოლოგიურ და ეკონომიკურ ბრძოლებს დაპირისპირებულ მხარეებთან. ომის წამოწყების მიზეზი შეიძლება გახდეს გადაუჭრელი საკითხები ეკონომიკურ, იდეოლოგიურ, ტერიტორიულ, რელიგიურ და სხვა სფეროებში. ომი – ეს არის პოლიტიკის გაგრძელება. თავისი მასშტაბებით ომი შეიძლება იყოს ლოკალური, რეგიონული, მსოფლიო. საერთაშორისო კანონების მიხედვით ომის წამოწყება გამოუცხადებლად, ითვლება დანაშაულად. შეიარაღებული კონფლიქტისგან განსხვავებით, ომის მასშტაბები გაცილებით დიდია, როგორც გეოგრაფიული თვალსაზრისით, ასევე მისი ხანგრძლივობიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში არ არსებობს ზუსტი კლასიფიკაცია იმისა, თუ რით განსხვავდება ომი შეიარაღებული კონფლიქტისაგან. ომი შეიძლება იყოს ხანმოკლე (რამდენიმე დღიანი) და ხანგრძლივი (რამდენიმე ათეულ წლამდე).

ჩვენთვის ომი და მშვიდობა სიცოცხლის ანუ ცხოვრების მთავარი ინდიკატორია. მოდით სანამ ომზე ვისაუბრებთ რამდენიმე სიტყვა მშვიდობაზეც ვთქვათ. მშვიდობა ეს ხომ თვით ჰარმონიაა და მისი ფასი მემგონი ქართველბზე მეტად არავინ არ იცის. პირადად მე 2 საშინელ ომს მოვესწარი სულ რაგაც ჩემი 20 წლის ცხოვრებაში, მართალია ერთის არსებობა არც ვიცოდი და სრულიადაც არ მაგღელვებდა, მაგრამ მისი შედეგები მე და ჩემ თანატოლებს კარგად გვახსოვს. რაც მეტი დრო გადის მეტ გამოცდილებას ვიღებთ და იმასაც დღითიდღე ვაცნობიერებთ თუ რა მნიშვნელოვანია მშვიდობა, მაგრამ რაში გვჭირდება ომი?

ბევრს სიტყვა ომი ნეგატიურ ემოციებსა და მოგონებებს აღუძრავს, ზოგისთვის კი ის მიღებული და კარგად გათვითცნობიერებული მოვლენა. ომი არ არის მარტო ადამიანებს შორის დაპირისპირება, ის ყველგანაა, თუნდაც თქვენი ორგანიზმი ავიღოთ, იმუნური სისტემა მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში განუწყვეტლივ ბრძოლაშია.
კი ხანდახან ის მარცხდება მაგრამ ის ამ მარცხით სწავლობს ახალ გზებს ეძებს ადაპტაციის ვარიანტებს. გამოვიდეთ ორგანიზმიდან, გადავინაცვლოთ გარეგან სამყაროში. ბუნება ეს ხომ ბრძოლის ველია სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, ჩვენც როგორ ძალიან გვიყვარს ამ ბრძოლის ველის ყურება, როგორ გვაოცებს და გვაინტრიგებს, მეც და ალბათ ბევრსაც სიამოვნებს და უყვარს ტელევიზორთან შემეცნებითი გადაცემების ყურება ცხოველთა სამყაროზე, მაგრამ როგორ არ გვიყვარს იმის ყურება თუ როგორ ვებრძვით ადამიანები ერთმანეთს. ეს რათქმაუდნა გამართლებულია იმით რომ ჩვენ 1 სახეობას მივეკუვნებით და ერთმანეთის მიმართ გაგვაჩნია თანაგრძნობა, უამისოთ ხომ ვერცერთი ცოცხალი არსება ვერ შეინარჩუნებდა თავისივე მსგავსის პოპულაციას. ევოლუცია მოითხოვს მსხვერპლს. თუ არ იქნება ბრძოლა საკვებისთვის არ იქნება არსებობის ახალ ეტაპზე გადასვლა ანუ შეგუება იმ გარემოს მიმართ სადაც კინკრეტული ცოცხალი ელემენტები არსებოენ. ძლიერი ჭამს სუსტს და ამ ცხოვრების პირამიდის მწვერვალზე ჩვენ ვდგავართ.

ადამიანის ფსიქოლიგიის ჩამოყალიბებასთან ერთად გაჩნდა ახალი სამყარო, თავისი ომებით რომელიც ადამიანის თავში მოთავსდა. ეს ახალი თაობის დაპირისპირებაა რომელიც უძლიერესია და ამ ომებში ჩვენი გამარჯვება პრაქტიკულად შეუძლებელია, ერთი სიტყვით ძნელი მისაღწევი. ეს შეიძლება იყოს რელიგიური მოტივები ანუ ბრძოლა ეშმაკთან, ან ბრძოლა ემოციებთან ( ძირითად შიშთან ) და საკუთარ თავთანაც კი. ამას მივყავართ სტრესამდე, უიმედობამდე, ცხოვრების ხალისის დაკარგვამდე და ზოგჯერ ფატალურ დასასრულამდეც.
 ადამიანის ფსიქოლოგიურ განივთარებას მოყვა საკუთარი წრის, ადგილის და საკუთრების დამკვიდრება სამყაროს გარკვეულ მონაკვეთში, რამაც მიგვიყვანა ადამიანთა ჯგუფებს შორის უთანხმოებამდე, ორი ან რამდენიმე განსხვავებული მუხტი მატულობს, ის ვერსად ვერ მიდის გარდა ერთი მიმართულებისა. განსხვავებით ყველა ჩამოთვლილ ცხოვრებისეულ ომებს შორის ყველაზე ჩახლართული და უაზრო ომი გახლავთ ადამიანურ მოდგმათა შორისი დაპირისპირება, რადგან იგი მოიცავს ყველას და ყველაფერს, მას არ აქვს საზღვრები და აკრძალვა, იგი მოიცავს წარმოუდგენელ მასშტაბებს. “ტოტალური ბრძოლა წესების გარეშე” რომელშიც გამარჯვებულიც და დამარცხებულიც ადამიანია. რომელი ერთი კატაკლიზმი ან უბედურება რომელიც თავს დახვევია ადამიანებს ყოფილა ომზე დამანგრეველი? რომელ მოველნას წაუყვანია ამ ქვეყნიდან 4 წელიწადში 50 მილიონზე მეტი სული, რომ აღარაფერი ვთქვა გარემოზე რომელსაც ჩვენ ზიანი მივაყენეთ..

No comments:

Post a Comment